15 აგვისტოს ქ.ზუგდიდში, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რატი ბრეგაძე სამეგრელოს რეგიონის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებთანაც სამინისტროს მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარადგინა. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ახალ მთავრობას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეში პრიორიტეტად რეფორმების გატარება მიიჩნია და ისაუბრა იმ აქტუალურ საკითხებზე, რომლებიც სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის შესახებ დოკუმენტში უნდა აისახოს. კერძოდ, ანალიტიკური სამსახურის შემნა, არაფორმალური განათლების დანერგვის აუცილებლობა, თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დამყარება.
დასასრულს რატი ბრეგაძემ აღნიშნა, რომ შეხვედრის მთავარი მიზანი მუნიციპალიტეტების სამსახურებიდან ინფორმაციის მიღება და ურთიერთთანამშრომლობაა.