ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდში მკვლელობა მოხდა. როგორც 'ინტერპრესნიუსის' კორესპონდენტი
იუწყება , ადგილობრივმა მცხოვრებმა, 18 წლის რ.ე-მ თავისი მეზობელი, 38 წლის ილო კაპანაძე მდინარეში ჩაახრჩო. არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტს წინ უძღოდა შელაპარაკება.რ.ე. დაკავებულია. გარდა ამისა, მეზობლების ინფორმაციით, რ.ე. ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ადამიანია.
ipn.ge