Skip to main content
თათბირი ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში
ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, მუნიციპალიტეტის გამგებელმა კახაბერ ბენიძემ გამართა თათბირი, რომელსაც გამგებლის მოადგილეები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და მუნიციპალიტეტის რწმუნებულები ესწრებოდნენ. თათბირი 12 აგვისტოს აღსანიშნავ ტრადიციულ საეკლესიო-საერო დღესასწაულ „ცოტნეობასთან“ დაკავშირებული თემებით დაიწყო, ასევე ისაუბრეს ძლიერი წვიმების შედეგად დატბორილ ტერიტორიებზე და აუცილებელ რეაგირებაზე, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ და განსახორციელებელ პროექტებზე. რწმუნებულებმა მიიღეს გარკვეული სახის დავალებები.