საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, ხობის მუნიციპალიტეტში აცხადებს იძულებით გადაადგილებულ პირთა რეგისტრაციას, რომელიც გაიმართება მიმდინარე
წლის 1 აგვისტოდან 3 სექტემბრამდე. რეგისტრაციისათვის პირი (ერთი საოჯახო ნომრიდან ოჯახის ყველა
წევრი) უნდა გამოცხადდეს ხობის კულტურის სახლის ფოიეში (მისამართი: ქ.ხობი, ცოტნე
დადიანის ქუჩა №187) შესაბამისი დოკუმენტაციით (დევნილის
მოწმობა, საქართველოს მოქალაქის პირადობის
მოწმობა, დაბადების მოწმობა).