18 ივლისს პირველი მაისის თემში არსებულ მინი ფეხბურთის მოედანზე,
ტრაგიკულად დაღუპული იაგო კვიკვინიას სახელობის
გარდამავალ თასზე უბნებს შორის საფეხბურთო ტურნირი დაიწყო. ერთმანეთს შეხვდნენ საკობახიო - საპერტიოსა
და საგაბისონიო - სალომაიოს გუნდები. ტურნირის გახსნას ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის
გამგებელი კახაბერ ბენიძე, გამგებლის მოადგილე როსტომ კილასონია და მუნიციპალიტეტის
რწმუნებული პირველი მაისის თემში მარინე ლაგვილავა.