დღეს 31 ივლისს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კახაბერ ბენიძემ, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული მიმდინარე სამუშაოები ბიის, საჯიჯაოს და ახალი ხიბულის თემებში დაათვალიერა. ამ ეტაპისთვის დასრულებულია მხოლოდ საჯიჯაოს კულტურის სახლის გადახურვის სამუშაოები. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ოც ადმინისტრაციულ ერთეულში სოფლის შიდა გზების, სანიაღვრე არხების და წყალგაყვანილობის პრობლემა მოგვარდება. მიმდინარეობს ასევე საბავშვო ბაღების, სპორტული დარბაზების, მოსაცდელების და სტადიონების კეთილმოწყობისა და საყანე ფართების შემოკავების სამუშაოები.