ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სიმინდის ნათესებში, გავრცელდა მავნებლები სიმინდის ანუ ღეროს ფარვანა და მდელოს ხვატარი. გაგაცნობთ მათ მახასიათებლებსა და გავრცელების საწინააღმდეგო ბრძოლის ღონისძიებებს
სიმინდის ანუ ღეროს ფარვანა
ფარვანის პეპელა |
ფარვანას პეპელას წინა ფრთები მკრთალი ფერისაა, ორი მოშავო ხვეული ხაზით და შავი კიდეებით. შუაში კი მკრთალი ზოლით. ზრდასრული მატლი მოყვითალო რუხი ფერისაა, ხშირად მოწითალო ელფერით, ზურგზე გასწვრივი მუქი ზოლია. თავი მურა ფერისაა. ზრდასრული მატლის გამოზამთრება ხდება კულტურული მცენარის ღეროში.პირველი თაობის პეპლების გამოფრენა ხდება მაისში,თუმცა ფრენა ივნისშიც გრძელდება.
კვერცხის დება იწყება გამოფრენის მე-4-5 დღეს, დაბალი ტენიანობის დროს კვერცხები არ იდება. Kკვერცხდება გრძელდება 15-25 დღე. დედალი საშუალოდ დებს 250-350
კვერცხს. ოპტიმალურ პირობებში, როდესაც ტემპერატურა მაღალია და ფარდობითი
ტენიანობა 70-80%. ის 1250 კვერცხსაც კი დებს. კვერცხები იდება ფოთლის ქვედა
მხარეზე , ჯგუფ-ჯგუფად, კვერცხები იდება სიმინდზე, სარეველა მცენარეზე და სხვა. კვერცხების დიდი რაოდენობა იღუპება არახელსაყრელი პირობების გამო, როგორიცაა ტენიანობის სიმცირე, მზის სხივების მოქმედება, წვიმებისაგან ჩამორეცხვა. ემბრიონის განვითარება 12 დღე გრძელდება.
ახალგამოჩეკილი მატლი 1 საათის განმავლობაში შედის ფოთლის ფირფიტაში
(ფირფიტას ემჩნევა განივმწკრივებად გაწყობილი გამჭოლი მრგვალი და წაგრძელებული
ხვრელები), მის ყუნწში და აქ იწყებს კვებას. შემდეგ გადადის ღეროში, ტაროს ქოჩოზე
და მის ფეხში. მატლები ტაროებში ან მათ ყუნწებში ღრღნიან სასვლელებს და ჭამენ
მარცვლებს (დაზიანების შემდეგ მძიმე ტაროები ტყდებიან. ასევე ქარში იმტვრევა
გულამოჭმული სიმინდის ღეროები). ერთი მცენარის დაზიანების შემდგომ მატლი გადაცოცდება მეორეზე და ასე გრძელდება დაჭუპერებამდე. (
მატლი კანს იცვლის 4-5 ჯერ და საკმაოდ სწრაფად იზრდება)
მდელოს ხვატარი
მდელოს ხვატარის პეპელა |
მუქი ზოლებით. ჭუპრი მუქი ფერისაა , ბოლოში ოთხი ქაცვით, სიგრძე 13-15მმ. იძლევა წელიწადში 3-4 გენერაციას ამინდის პირობების მიხედვით.
პირველი თაობა ვითარდება ივნისში, ივლისის დასაწყისში. ამ დროს მატლები იკვებებიან ველურ სარეველებზე.
. მეორე-- ივლის-აგვისტოში, მესამე- სექტემბერ-ოქტომბერის დასაწყისში. სამარცვლე ნაკვეთებზე ( განსაკუთრებით ნაგვიანებ ნათესზე).
მეოთხე თაობა შეიძლება განვითარდეს ნოემბრის დასაწყისში. გაჭიანურებული, თბილი
შემოდგომის პირობებში და იკვებება ველურ მარცვლეულ სარეველებზე, რადგან სასილოსე სიმინდი ამ დროს აღებულია.
დაზიანებული სიმინდი |
მესამე თაობის მატლები არ მარტო ანადგურებენ მცენარის მწვანე მასას, არამედ
ზიანს აყენებენ რძის სიმწიფეში მყოფ ტაროებს, იკვებებიან რა მისი ძაფებით და წვეროს
მარცვლებით.
მავნებელთან ბრძოლის ქიმიური ღონისძიებები:
პრეპარატი “დეცისი”-5გრ- 10ლ წყალზე, “ალპაკი”-6-10გრ- 10ლ წყალზე, სუპერჰექტამეტრინი-6-10გრ,-10ლ წყალზე. 1 ჰა ნათესზე საჭიროა 300-350ლიტრი ხსნარი. წამლობისას აუცილებელია დავიცვათ უსფრთხოების ნორმები და გავითვალისწინოთ მეტეოროლოგიური პირობები.
წამლოსათვის საჭირო პრეპარატები და შესაბამისი ტექნიკა ხელმისაწვდომია. დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ სამსახურს.