29 ივლისს, 23 : 15 საათზე, საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ ეთერში გავა დოკუმენტური ფილმი „აქედან მთელი საქართველო დაილოცება.“
ფილმი გადაღებულია ხობის მუნიციპალიტეტში საქართველოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ვიზიტისას და შეეხება პირველი მაისის თემში „ყოვლადწმინდის ქალწულ მარიამის ტაძრად მიყვანების, წმიდისა დიდისა მოწამისა გიორგისა და წმიდისა მღვდელმთავრისა და საკვირველმოქმედისა ნიკოლოზის საეკლესიო კომპლექსსადა საპატრიარქო რეზიდენციაში“ და ხობის ხარების დედათა მონასტერში საქართველოს პატრიარქის სტუმრობას.
განმეორებით ფილმი ნაჩვენები იქნება სამშაბათს, 30 ივლისს, 10:45 საათზე