ხმაური იყო ხობის რაიონის სოფელ ხეთაში. მოსახლეობა საერთო მრიცხველებს აპროტესტებს.
მათი
განცხადებით,
ეს
პრობლემა
მათ
წლებია
აწუხებთ,
მიმდინარე
თვეს კი მათ
საკმაოდ
დიდი
გადასახადები
მიიღეს
ელექტროენერგიაზე. ადგილობრივების
თქმით,
მათ
ამ
გადასახადების
გადახდის
საშუალება
არ
აქვთ.
იმ
შემთხვევაში, თუ სოფლის
დავალიანება
არ
დაიფარა,
მათ
როგორც
ელექტროენერგია,
ასევე
წყლის
მიწოდებაც
შეუწყდებათ.
სოფელ
ხეთაში "ენერგოპრო
ჯორჯიას"
წარმომადგენელიც
იმყოფებოდა. მისი
თქმით, დეკემბრის ბოლოს
სოფლის
გამრიცხველიანება
დასრულდება.
ხობის რაიონის სოფელ ხეთის მოსახლეობის ნაწილმა დღეს საპროტესტო აქცია გამართა. აქციის
მონაწილეების განცხადებით, წლების წინ საკუთარი ხარჯებით მრიცხველები დააყენეს , თუმცა 'ენერგო პროჯორჯია' მათ დამატებით თანხებს ახდევინებს. მათი თქმით, დაახლოებით 70-მდე ოჯახია ასეთ მდგომარეობაში, რის გამოც თავიდან დასაწყებია გამრიცხველიანების პროცესი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი საპროტესტო აქციებით იმუქრებიან. 'ენერგო პრო ჯორჯიას' წარმომადგენლები კიაცხადებენ, რომ გამრციხველიანების პროცესი უკვე დაწყებულია და ის 2013 წლის დეკემბერში დასრულდება.