შპს „შავი ზღვის ტერმინალმა“ ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობას უსასყიდლოდ გადასცა რვა საბაღე სკამი, რომელიც ქ. ხობში ცოტნე დადიანის ქუჩაზე მდებარე სკვერში განთავსდა. საბაღე სკამების საერთო ღირებულება 5000 ლარს შეადგენს. ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით, ამავე სკვერის კეთილმოწყობისათვის შპს „ხობის დასუფთავება და განათების“ მიერ 10 000 ძირი სხვადასხვა სახეობის ყვავილი დაირგო.