გამარჯვებული ხობელი ნორჩი მოჭადრაკეები

 20 ივლისს დასრულდა ფოთის საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი ნანა ალექსანდრიას თასზე. 2013 წლის ფესტივალის გამარჯვებული და ნანა ალექსანდრიას თასის მფლობელი გახდა საერთაშორისო დიდოსტატი ლუკა პაიჭაძე, მე-2 ადგილზე ასევე საერთაშორისო დიდოსტატი ლევან ფანცულაია გავიდა, ხოლო მე-3 ადგილზე კი საერთაშორისო ოსტატი, 2012 წლის ნანა ალექსანდრიას თასის მფლობელი გიგა ყუფარაძე.  ფესტივალი წარმატებული აღმოჩნდა ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“  სასპორტო სკოლის ნორჩი მოჭადრაკეებისათვის (მწვრთნელ-მასწავლებელი  ირაკლი გეთია).
    I ადგილის მფლობელები გახდნენ ბლიც-ტურნირში ამირან შონია; ასაკობრივ ტურნირში დიანა ლომაია და თეიმურაზ კვიკვინია.
   III ადგილი  მოიპოვა ლუკა შამუგიამ;
   XIII ადგილი - გიორგი ლატარიამ;
   XVIII ადგილი - სანდრო ბუკიამ.
   ტურნირის ორგანიზატორებმა და ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კახაბერ ბენიძემ გამარჯვებულები და მათი მწვრთნელები დააჯილდოვეს თასებით, მედლებით, სიგელებითა და ფულადი ჯილდოებით. აღნიშნული ტურნირი მერვედ ჩატარდა და მასში მონაწილეობდა 9 ქვეყნის (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ირანი, ერაყი, რუსეთი, იორდანია, თურქეთი, ყაზახეთი) წამყვანი მოჭადრაკეები (სულ 400 -მდე მონაწილე).
www.khobi.ge