მოჭადრაკე ამირან შონია |
14 ივნისს ქ. ფოთში დაიწყო ნანა ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო საერთაშორისო
ფესტივალი სადაც 9 ქვეყნის 400-მდე მონაწილე ასპარეზობს. 18 ივნისს ბლიც ტურნირში
14 წლამდე ასაკში I ადგილი დაიკავა ხობელმა ამირან შონიამ, რომელმაც მიიღო დიპლომი, გარდამავალი
თასი და ფულადი ჯილდო 100 ლარი. ტურნირი გრძელდება.
ლიდერებს შორის არიან ხობელები დიანა ლომაია (5:5), ლუკა შამუგია (5:4) და ამირან შონია
(5:3).
ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა წარმატებებს უსურვებს
ნორჩ მოჭადრაკეებს.