ევროპის თასის გათამაშებაში დიანა ლომაიამ I ადგილი დაიკავა

                        
     
ურეკში დასრულდა ევროპის თასის გათამაშება 12, 10 და 8 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის, რომელშიც 12 ქვეყნის 300-მდე მოჭადრაკე ასპარეზობდა. სამეგრელოს რეგიონიდან ტურნირში 24 მოჭადრაკე მონაწილეობდა. 8 წლის გოგონათა შორის ბრწყინვალედ იასპარეზა ხობელმა დიანა ლომაია, მან 9 შესაძლებლობიდან 9 ქულით I ადგილი დაიკავა და ევროპის თასის მფლობელი გახდა.
     სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი მედლების რაოდენობით ერთ-ერთი საუკეთესო იყო საქართველოს სხვა რეგიონებს შორის.

     ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა ულოცავს გამარჯვებას პატარა მოჭადრაკეს და უსურვებს შემდგომ წარმატებებს.