28 ივნისს ხობის მუნიციპალიტეტის
პირველი მაისის, ხეთის, ხამისკურის, გურიფულისა
და ჭალადიდის თემის ბაგა–ბაღებში, ჩატარდა გამოსაშვები ზეიმები. ბავშვებმა წარმოადგინეს მრავალფეროვანი საკონცერტო პროგრამები: სიმღერები, ლექსები, ქორეოგრაფიული ნომრები. ლამაზად და ფერად–ფერად კოსტიუმებში გამოწყობილებმა საოცარი სამსახიობო ოსტატობით გააცოცხლეს ზღაპრის გმირები. ბავშვების მხიარული განწყობა და ჟრიამული სტუმრებსაც გადაედოთ, გადაიღეს უამრავი სამახსოვრო ფოტოები.
ღონისძიების მსვლელობისას სიტყვით გამოვიდნენ ბაგა–ბაღის მთავარი სპეციალისტები ლელა ქანთარია
(პირველი მაისი), ჯულიეტა ბუკია (ხეთა), სოფიკო ჭითანავა (გურიფული), მანანა სესქურია
(ჭალადიდი), ზაირა ანთია (ხამისკური) რომელმაც დიდი მადლობა გადაუხადეს პედაგოგ–მასწავლებლებს, მშობლებს მხარდაჭერისათვის, ხობის მუნიციპალიტეტის
გამგებელს კახაბერ ბენიძეს და მუნიციპალიტეტის სხვა წარმომადგენლებს, რომლებმაც
პატარებს საჩუქრად ზღაპრების კრებული გადასცეს. სტუმრებმა გზა დაულოცეს პატარებს და ლაღი, ბედნიერი ბავშობა უსურვეს.
http://www.facebook.com/media/set/?set=a.544759692253611.1073741929.300974726632110&type=3&uploaded=97
http://www.facebook.com/media/set/?set=a.544759692253611.1073741929.300974726632110&type=3&uploaded=97