ბოლო ზარი ხობის მუნიციპალიტეტის სკოლებში

 ბოლო ზარის ტრადიცია საქართველოში დიდი ხანია არსებობს. სასწავლო წლის დამთავრების შემდეგ ღონისძიება ყველა სკოლაში იმართება, რომელშიც გამოსაშვები კლასის მოსწავლეები იღებენ მონაწილეობას. მათ სკოლის დამთავრებას და ახალი ცხოვრების დაწყებას ულოცავენ. 
 ქ. ხობის კულტურის სახლში მუნიციპალიტეტის რამოდენიმე სკოლის კურსდამთავრებულებმა, მეთორმეტე კლასელებმა, ბოლო ზართან დაკავშირებით რამოდენიმე ღონისძიება მოაწყვეს. თბილი სიტყვებით ეფერებოდნენ მასწავლებლებს, დამსწრე საზოგადოებას და სიმღერებითა და ცეკვებით დაუვიწყარი საღამო აჩუქეს მათ.
 ღონისძიებებს ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის ხელმძღვანელი პირები.
ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა ყველა კურსდამთავრებულს ულოცავს სკოლის დამთავრებას და უსურვებს წარმატებებს.