პრემიერა „ბუ და პატარა ობობა“

     
27 ივნისს ქ. ხობში კულტურის სახლის დარბაზში, კულტურის ცენტრთან არსებულმა ბავშვთა თეატრალურმა დასმა,  თამაზ მეტრეველის ნაწარმოების მიხედვით, პრემიერა „ბუ და პატარა ობობა“  წარუდგინა მაყურებელს. პიესა ერთ მოქმედებად და სამ სურათად დაიდგა. სპექტაკლზე მუშაობდნენ   მარინე ჯღარკავა (დამდგმელი რეჟისორი), ემილი გეგენავა (მხატვარი), მანანა შამათავა (ტექ. რეჟისორი), კობა გერგაია (ქორეოგრაფი). მოქმედნი პირები, შემსრულებელები, ნორჩი მსახიობები: ინგა სიორდია (ობობა), ლუკა ლოლუა (ბუ), ლიკა გვასალია (ქარი), ელენე გერგაია (სეტყვა), ლუკა სიჭინავა (შიში), გიორგი არჩაია (დამბლა), თემურ სირაძე (შური), ილონა ცაგურია (გოგონა) და ქრისტინა გვასალია (საშიშ ლანდებთან).
    პრემიერას, მოწვეულ სტუმრებთან ერთად ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა ქარდავა, გამგებელი კახაბერ ბენიძე და საკრებულოსა და გამგეობის სხვა წარმომადგენლები.
    პრემიერამ დიდი მოწონება დაიმსახურა  რასაც მაყურებლის ოვაციები მოყვა. განმეორებით სპექტაკლი 28 ივნისს 17:00 საათზე გაიმართება.