დღეს, 4 ივნისს ქ. ხობის კულტურის სახლმა მაგიდის ჩოგბურთის პირველობას უმასპინძლა. ჩემპიონატში მონაწილეობდნენ ქ. ხობის, ნოჯიხევის, ქვემო ქვალონის, ახალსოფლის, გურიფულის, საჯიჯაოს, პირველი ხორგის, თორსა-დღვაბის, ახალი ხიბულის, შუა ხორგის, ქარიატის, ყულევისა და ხეთის წარმომადგენლები. ასაკობრივი ზღვარი პირველობაზე არ იყო განსაზღვრული. ინდივიდუალურ პირველობებში (ქალები და მამაკაცები) 60-მდე მონაწილე ეჯიბრებოდა ერთმანეთს. ტურნირის ორგანიზატორობდა ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური. ფინალური თამაშები გაიმართება 2013 წლის 7 ივნისს.



















