4 ივნისს ქ. ხობის კულტურის სახლის მცირე დარბაზში გაიმართა საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის მიერ ორგანიზებული კონკურსის „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“ ნახევარფინალი. ასპარეზობაში მონაწილეობდნენ ხობის N2 საჯარო სკოლის გუნდი „იერუსალიმი“ და წალენჯიხის N1 საჯარო სკოლის გუნდი „ბეთანია“. გუნდი შვიდი წევრისგან შედგებოდა. გუნდებს გალობებით ამხნევებდნენ მათი გულშემატკივრები.
შეჯიბრი საინტერესოდ წარიმართა, სადაც ღირსეულად გაიმარჯვა ხობის N2 საჯარო სკოლის გუნდმა. ინტელექტუალურ კონკურსს უძღვებოდა საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ირაკლი მაჭარაშვილი. რეგიონებში გამარჯვებული გუნდები ერთმანეთს ქ. თბილისში შეხვდებიან.