27
ივნისს სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურში გაიმართა შიდა სპორტული
შეჯიბრება ფრენბურთში, სადაც მონაწილეობდნენ სამსახურის
ადმინისტრაციისა და მორიგე ცვლისაგან შემდგარი 5 გუნდი.
მსგავსი სახის შიდა ტურნირები სპორტის
სხვა და სხვა სახეობებში სისტემატიურად ტარდება: (მინი-ფეხბურთი, მძლეოსნობა, ფრენბურთი,
ბირთვის კვრა და ცურვა) რაც ხელს შეუწყობს სამაშველო სამსახურის პირადი შემადგენლობის როგორც ფიზიკურ
მომზადებას ასევე რაიონულ ტურნირებში
მონაწილეობის მზადყოფნას.
ტურნირის მონაწილეებს გულშემატკივრობდნენ
ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეები
მახარე ჩოკორაია, როსტომ კილასონია და ხობის მუნიციპალიტეტის რწმუნებული ქ.
ხობში ნუგზარ შონია.