გამოშვება ქ. ხობის საბავშვო ბაღებში

დღეს 26 ივნისს ქ. ხობის N1 და  N3 საბავშვო ბაგა-ბაღებში გამოსაშვები ღონისძიებები ჩატარდა. საზეიმოდ ლამაზად მოწყობილ სცენაზე პატარებმა წარმოაჩინეს თავიანთი შესაძლებლობები მუსიკალურ ინსცენირებაში, შეასრულეს ქართული ტრადიციული ცეკვების სხვადასხვა ნომრები, გამოფინეს საკუთარი ნამუშევრები. ღონისძიებას ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა ქარდავა, გამგებელი კახაბერ ბენიძე, გამგებლის მოადგილეები, გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი და   ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმძრდელო გაერთიანების“ დირექტორი ელისო კვიკვინია.  ღონისძიების დასასრულს საბავშვო ბაღის მთავარმა სპეციალისტებმა ნარგიზა ტუღუშმა და თამრიკო დიდიშვილმა სკოლისაკენ მიმავალი გზა დაულოცეს პატარებს.