„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის N25 დადგენილებისა და „სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 მაისის N466 განკარგულების შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში დაიგეგმა სხვადასხვა სახის სამუშაოს განხორციელება.
სავარაუდო მომწოდებელთა შერჩევის მიზნით, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა, ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს იწვევს შერჩევის პროცედურებში მონაწილეობის მისაღებად.
შერჩევის პროცედურებში მონაწილეობის წესი და სხვა აუცილებელი დოკუმენტაცია დაინტერესებულ პირს შეუძლია იხილოს ვებგვერდის განყოფილებაში - „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ (შეგიძლიათ, მიჰყვეთ ბმულს: http://www.khobi.ge/index.php?location=tree_elements&id=1196&slave=1195&lang=