მომხსენებელი შოთა ნარსია |
კონფერენციაში მონაწილეობდა ხობის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო სკოლის ათი მოსწავლე, ხოლო საჯაროდ მათ მიერ წარმოდგენილ თემებს აფასებდა კომისია შემდეგი შემადგენლობით: ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია (კომისიის თავმჯდომარე), გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ფერიდე გოგია, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსი ნანა ბუკია, მთავარი სპეციალისტი ძეგლთა დაცვის საკითხებში, ა(ა)იპ ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის მთავარი სპეციალისტი აზა თათარიშვილი და ბესიკ ქავთარაძე (სექციის ხელმძღვანელი). კონფერენციამ საინტერესოდ ჩაიარა, თემების პრეზენტაციას მოჰყვა კითხვა პასუხის რეჟიმი. საბოლოოდ გამოვლინდნენ გამარჯვებულები შოთა ნარსია, ბელა გვასალია (საჯიჯაოს პირველი საჯარო სკოლა), ნინო ბერაია (შუა ხორგის საჯარო სკოლა).
კონფერენციაზე დამსწრეთა შორის იყო ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი კახაბერ ბენიძე. დასასრულს კომისიის თავმჯდომარემ მახარე ჩოკორაიამ, კონფერენციის მონაწილეებს სიურპრიზის სახით მიაწოდა ინფორმაცია, რომ ყველა მონაწილე ჩაერთვებოდა დაგეგმილ ექსკურსიაში ბათუმის მიმართულებით.