11 – 16 ივნისს ჩატარდა
რუსული აგრესიის შედეგად დაღუპული ზვიად დათუაშვილის სახელობის ტურნირი მინიფეხბურთში.
მასში მონაწილეობდნენ ხობის, საგვიჩიოს, ქარიატა,
შუა ხორგის, გურიფულის და ახალსოფლის ნაკრები გუნდები. ტურნირი, რომელსაც შუა ხორგის თემი მასპინძლობდა საინტერესოდ წარიმართა.
მესამე ადგილისთვის გამართულ მატჩში. ხობის გუნდმა 1:0 დაამარცხა ახალსოფლის გუნდი,
ხოლო ტურნირის გამარჯვებული გახდა გურიფულის ფეხბურთელთა გუნდი, რომელმაც ფინალურ ორთაბრძოლაში შუა ხორგის გუნდი დაამარცხა ანგარიშით 4:1. გამარჯვებულები
და პრიზიორები დაჯილდოვდნენ შესაბამისი თასებითა და სიგელებით.