ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში არასამთავრობო ქალთა ორგანიზაცია „გაენათის“ წარმომადგენლებმა ტრენინგი „კომუნიკაციის“ თემაზე ჩაატარეს. ტრენინგს უძღვებოდა ჟურნალისტი, არასამთავრობო ორგანიზაცია „დამოუკიდებელი მედია ცენტრის“ ხელმძღვანელი მაია ღუბელაძე. ტრენინგის მიზანი - ქალთა მონაწილეობის გაზრდა პოლიტიკასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში. შეხვედრა საინეტრესოდ და ხალისიანად წარიმართა.