ხობში ხვნა-თესვის სამუშაოები დასასრულს მიუახლოვდა


 დღეს, 10 ივნისს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, მუნიციპალიტეტის გამგებელის  კახაბერ ბენიძის ინიციატივით საგანგებო შეხვედრა გაიმართა. გამგებელის წინაშე ანგარიშით წარსდგნენ მუნიციპალიტეტის რწმუნებულები. დამსწრეთა შორის იმყოფებოდნენ გამგებლის მოადგილეები ბადრი ჯობავა, მახარე ჩოკორაია და როსტომ კილასონია.  შეხვედრის მიზანი საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროგრამით  შესრულებული სამუშაოები იყო. როგორც შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, გარდა უამინდობისა შეფერხებები არ ყოფილა. მუნიციპალიტეტში  ამ ეტაპისათვის მოხნულია  8224 ჰექტარი მიწის ფართობი, რომელზეც დათესილია 96% (7956 ჰექტარი). ხვნა-თესვის პროცესი ხობის მუნიციპალიტეტში  ორ დღეში დასრულდება.
   გამგებელმა კახაბერ ბენიძემ რწმუნებულებთან ისაუბრა სოფლის მხარდაჭერის პროგრამაზე, რომლის  განხორციელება ხვალიდან დაიწყება. უახლოესი პერიოდისთვის დაგეგმილია.
1.      ჭალადიდის თემში, სოფელ საბაჟოში საყანე ფართობების შემოღობვა.
2.      პირველი მაისის თემში, სოფლებში ბულიწყუში, საკვიკვინიოსა და ჭიხუში საყანე ფართობის შემოკავება.
3.      თორსა-დღვაბის თემში სოფელ დღვაბაში საყანე ფართობის შემოკავება.
4.      ხობის მუნიციპალიტეტის ახალი სოფლის თემში, სოფელ გაღმა პირველ ხორგაში, საშონიოს              უბანში საყანე ფართობის შემოღობვა.
5.      ზემო ქვალონის თემში სოფელ სახოჭოლაოში საყანე ფართების შემოკავება.
6.      ნოჯიხევის თემში სოფელ დასახლებაში საყანე ფართობის შემოკავება.
7.      ხამისკურის თემში სოფელ საკუკაოში საყანე ფართობის შემოკავება.
8.      ჭალადიდის თემში სოფელ საღვამიჩაოში საყანე ფართობის შემოკავება.