16 ივნისს ქ. ხობის კულტურის სახლში გაიმართა სამეჯლისო
სპორტული ცეკვების ფესტივალი „ხობი 2013“. ფესტივალში მონაწილეობდნენ თბილისის, ფოთის,
ზუგდიდის, სენაკის, წალენჯიხისა და ხობის მოცეკვავეები და შოუმენები. 8- 14 წლის მოზარდები საინტერესოდ და ლამაზი ცეკვებით წარსდგნენ დამსწრეთა
წინაშე. ჟიურის მიერ გამოვლენილ იქნა გამარჯვებულები, რომლებიც დაჯილდოვდნენ სიგელებითა
და მედლებით. ფესტივალის მსვლელობისას ორგანიზატორებმა
დამსწრეთა შორის მყოფებს ხობის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარეს მამუკა ქარდავას, გამგებელს კახაბერ ბენიძეს და კულტურის სფეროს
წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადეს მხარდაჭერისთვის.