30 მაისს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა ქარდავა უძღვებოდა. სხდომას ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი კახაბერ ბენიძე, საკრებულოს და გამგეობის წარმომადგენლები. სხდომაზე განხილულ იქნა 19 საკითხი :
1. „ხობის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012წლის 28დეკემბრის N29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: მ. ქარდავა-საკრებულოს თავმჯდომარე;
თანამომხსენებელი: დ. ჭოჭუა - გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი)
2. „ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითთმართველობის საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცებისთაობაზე“ დადგენილების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: მ. სილოგავა - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე)
3. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატსა და გამგეობაში საჯარო თანამდებობათა დასაკავებლად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: მ. სილოგავა - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე)
4. „ქ. ხობში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირების შესახებ“ დადგენილების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: ა. სართანია - გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსის მ/შ)
5. „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 10 მაისის N41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: ზ. ბუკია - გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი)
6. „ხობის მუნიციპალიტეტის 2013წლის ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 18 იანვრის N1 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: მ. ქარდავა-საკრებულოს თავმჯდომარე;
თანამომხსენებელი: დ. ჭოჭუა - გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი)
7. „ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარის დანიშვნის შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: მ. სილოგავა - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე)
8. „ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ რეგისტრაციის შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: მ. ბუკია - სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)
9. „გოჩა ქაჯაიას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: მ. ბუკია - სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)
10. „----------- ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების საკითხთა (სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, მშენებლობა, ვაჭრობა, მომსახურება, ინფრასტრუქტურა, ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვა) კომისიის თავმჯდომარედ არჩევის შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: მ. ბუკია - სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)
11. „ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: ა. სართანია - გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსის მ/შ)
12. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისათვის ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: ა. სართანია - გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსის მ/შ)
13. „ხობის მუნიციპალიტეტის შუა ხორგის თემის ტერიტორიაზე არსებული ქუჩების სახელდების შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: ა. სართანია - გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსის მ/შ)
14. „ქალაქ ხობის ცენტრალური ბიბლიოთეკისთვისთედო სახოკიას სახელისმინიჭებისშესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: მ. სილოგავა - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე)
15. „ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი განათლების 2013-2018 წლების სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: დ. გერგაია - სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)
16. „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის დამოუკიდებელი აუდიტის ჩატარების შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: ბ. ჯიქია - საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე)
17. „საწვავისა და ფიჭური სატელეფონო მომსახურების ხარჯების ლიმიტის განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 28 თებერვლის N8 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: ზ. ბუკია - გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი)
18. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისათვის ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012წლის 27 აპრილის N24 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: ა. სართანია - გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსის მ/შ)
19. „ხობის მუნიციპალიტეტის გურიფულის თემის ტერიტორიაზე არსებულ ქუჩებზე განთავსებული ობიექტებისთვის ნუმერაციის მინიჭების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 8 სექტემბრის N83 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: ზ. ბუკია - გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი)
საკითხების განხილვის შემდეგ სხდომა დასრულებულად გამოცხადდა. | |
http://www.khobi-sakrebulo.ge/ |