28 მაისს პირველ მაისში ყოვლადწმინდის ქალწულ მარიამის ტაძრად მიყვანების სახელობის ტაძარი აკურთხეს და საზეიმო წირვა-ლოცვა აღავლინეს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა და ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტმა სერაფიმემ, ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად. ტაძრის კურთხევაზე იმყოფებოდნენ საეკლესიო კომპლექსის ქტიტორი გოდერძი ბუკია, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი კახაბერ ბენიძე, ფოთის მერი დათო სარსანია, ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ბაბილუა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკრებულოსა და გამგეობის სხვა წარმომადგენლები. ტაძრის წინამძღვარი პატრიარქის კურთხევით მამა იაკობი გახდა. ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა ყველა ხობელს ულოცავს ამ ლამაზ დღესასწაულს და ტაძარს მრევლთა სიმრავლეს უსურვებს.