ჭაბუკთა შორის პირველობა ბილიარდში დაიწყო

დღეს, 20 მაისს, ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის''– სასპორტო სკოლის ბილიარდის დარბაზში დაიწყო ტრადიციად ქცეული, შიდა სასკოლო ტურნირი, ხობის მუნიციპალიტეტის პირველობა ჭაბუკთა შორის ბილიარდში. შეჯიბრში მონაწილეობს ბილიარდის ჯგუფის 16 მოსწავლე (მწვრთნელი ლერი ბასილაია). გათამაშება ჩატარდება თავისუფალ პირამიდაში, ოლიმპიური სისტემით,  ბილიარდის საერთაშორისო ფედერაციის მოქმედი წესდების შესაბამისად. გულშემატკივართა შორის იმყოფებოდნენ  "ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის" დირექტორი ხათუნა ხორავა და დირექტორის მოადგილე ანჟელა ქანდარია.
       შეჯიბრს ორგანიზებას უწევს ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრი''.
გამარჯვებულები 23 მაისს დაჯილდოვდებიან სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით.