”საქართველოს ველოტურის ფარგლებში“ ჯუმბერ ლეჟავა ხობს სტუმრობდა


საქართველოს ველოტურის ფარგლებში მსოფლიო ველომოგზაური, გინესის მრავალგზის რეკორდსმენი, მსოფლიო მოქალაქისა და სპორტსმენის, გაეროს ბუნების დაცვის ელჩის, იუნესკოს მსოფლიო დესპანი, სპორტის დამსახურებული მუშაკი ჯუმბერ ლეჟავა ქართული ველოტურის მარშრუტის ფარგლებში დღეს ხობს სტუმრობდა.
    მსოფლიო ველომოგზაურს, 18 აპრილს ხობში მუნიციპალიტეტის გამგებლი ბატონი კახაბერ ბენიძე, გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია, გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ფერიდე გოგია და გამგეობის წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახლეობათან ერთად  შეხვდნენ. შეხვედრა ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში გაიმართა და  საინტერესო ატმოსფეროში ჩაიარა, სპორტსმენმა დამსწრეებს მისი ახალი ტურის შესახებ ინფორმაცია გააცნო.
   ველოტურის მიზანი მასშტაბური და მრავალმხრივია, რომელთა შორისმნიშვნელოვანი ადგილი უკავია ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას, ხალხთა შორის მეგობრობის განმტკიცებას, ქართული ტრადიციებისა და კულტურის პროპაგანდას, ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან კავშირურთიერთობების გაღრმავებას, კომპანიების რეკლამირებას, ტურისტების, ინვესტორებისა და ბიზნესპარტნიორების მოზიდვას და სხვა.

     74 წლის სპორტსმენი საქართველოს ველოტურის ფარგლების დასრულების შემდგომ უკვე მე-7 ველოტურისთვის,ჯუმბერ ლეჟავაევრაზია-სთვის ემზადება.