გიგა ბუკიამ საგაზაფხულო სამუშაოები დაათვალიერა

 
საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის საგაზაფხულო პროგრამა მთელი ქვეყნის მასშტაბით და მათ შორის ხობის მუნიციპალიტეტშიც აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპისათვის მუნიციპალიტეტში მოხნულია 4380 ჰექტარი მიწის ნაკვეთი. ქვემო ქვალონის თემში,  საგაზაფხულო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები,  დეპუტატმა გიგა ბუკიამ და ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოინახულეს, რომლებმაც   თანადგომა გამოუცხადეს სოფლის მოსახლეობას. ადგილობრივები დეპუტატთან საუბრისას აღნიშნავდნენ, რომ წელს მოიხნა წლობით მოუხნავი მიწის ნაკვეთები და აღნიშნულთან დაკავშირებით კმაყოფილებას გამოთქვამდნენ. ამჟამად ხობის მუნიციპალიტეტში მუშაობს 58 ტრაქტორი,  ხვნა-თესვის პროცესი მიმდინარეობს 14  სოფელსა და თემში.



ხმოვანი ტექსტი: