ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, გამგებელი კახაბერ ბენიძე და გამგებლის მოადგილე ბადრი ჯობავა შეხვდნენ, ლტოლვილთა დანიის საბჭოს დასავლეთ საქართველოს პროგრამების მენეჯერს ბლერიმ მუ ჰაჯერს,
ლტოლვილთა
დანიის საბჭოს ეკონომიკური პროგრამის ხელმძღვანელს მზევი ჯოჯუასა და ლტოლვილთა დანიის საბჭოს საველე ოფიცერს რამაზ ჩაკვეტაძეს. შეხვედრაზე ისაუბრეს ხობის მუნიციპალიტეტში
არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე და მცირე
და საშუალო ბიზნესის განვითარებასა და ხელშეწყობაზე.
ლტოლვილთა დანიის საბჭო (ლდს) ახორციელებს მცირე და საშუალო საწარმოების ხელშემწყობ საგრანტო პროგრამას ხობის მუნიციპალიტეტში.
გრანტების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და მომუშავე საწარმოებს წარმოების, გადამუშავების, მომსახურების და სოფლის მეურნეობის სექტორში.
გრანტის საშუალო თანხაა 3000 ევროს ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში. ბიზნესის მფლობელს მოეთხოვება კონტრიბუციის სახით წარმოადგინოს პროექტის საერთო ბიუჯეტის სულ მცირე 33 %.
გრანტის მიმღებ საწარმოებს ასევე მოეთხოვებათ დაასაქმონ სულ მცირე 1 დევნილი ან სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი გრანტის ფარგლებში.
დაინტერესებულ პირებს პროექტის განაცხადის მიღება და ჩაბარება
შეუძლიათ
ხობის მუნიციპალიტეტში
შემდეგ საკონტაქტო პირთან:
გამგეობის ეკონომიკისა
და ინფრასტრუქტურის
განვითარების
სამსახურის
უფროსი ავთანდილ სართანია – საკონტაქტო ტელეფონი: 599
85 60 87.