16 - 21 აპრილს, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ჩატარდა საერთაშორისო ტურნირი „აზერბაიჯანის ჭიდაობის ფედერაციის თასზე“ ბერძნულ-რომაულ და თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ახალგაზრდებსა და ჭაბუკთა შორის. ტურნირში მონაწილეობდა საქართველოს, თურქეთის, ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და უკრაინის ნაკრები გუნდების 200-მდე მონაწილე.
ტურნირზე მივლინებული იყვნენ ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ სასპორტო სკოლის მოსწავლეები - საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების გუნდის წევრები ნუგზარ წურწუმია, ჯონი ხეცურიანი და მწვრთნელი ბაკურ ბუკია.
ტურნირი წარმატებული აღმოჩნდა ნუგზარ წურწუმიასთვის, მან დამაჯერებლად გაიმარჯვა 4 შეხვედრიდან 3 შეხვედრაზე (თურქეთის, ყაზახეთისა და უკრაინის წარმომადგენლებთან), დამარცხდა აზერბაიჯანელ მოწინააღმდეგესთან და მოიპოვა II ადგილი 42 კგ წონით კატეგორიაში.
ტურნირის ორგანიზატორებმა გამარჯვებული დააჯილდოვეს დიპლომით, მედლით, თასითა და ფულადი ჯილდოთი.