ხობელები ფესტივალზე ,,მივალ გურიაში, მარა...“


20 აპრილს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის კულტურის სახლში გაიმართა ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის რიგით მეოთხე რეგიონალური ფესტივალი სახელწოდებით ,,მივალ გურიაში, მარა...“  (ადრინდელი სახელწოდება ,,გურიის გაზაფხული“) ორგანიზაოტები: ,,ART-გურია“  და ქორეოგრაფიული  ანსამბლი ,,ფესვები“ (ხელმძღვანელი მერაბ მორჩილაძე).
ფესტივალში მონაწილეობა გურიის, სამეგრელოს, იმერეთის, კახეთის, აჭარის და სხვა მუნიციპალიტეტების ქორეოგრაფიულ ანსამბლებთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტში არსებულმა სამმა ანსამბლმა მიიღო მონაწილეობა. კომპეტენტურმა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში ბრძანდებოდნენ ბატონი ვაჟა ახვლედიანი, ქალბატონი ვარდო ჯინჭარაძე და ჟიურის თავმჯდომარე ბატონი ვასილ ჩიგოგიძე ხობელები  შემდეგი დიპლომებით დააჯილდოვეს: თენგიზ სუხიშვილის სახელობის დიპლომით ხობის ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,კოლხა“ (ხელმძღვანელი კახაბერ ჩიტაია),  ჯანო ბაგრატიონის სახელობის  დიპლომით ძველი ხიბულის თემის  ანსამბლი ,,ჯიხა“ (ხელმძღვანელი ირაკლი თურქია) და სოფელ პატარა ფოთის ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,კოლხეთი“ (ხელმძღვანელი კახაბერ ჩიტაია)  თამაზ ბეჟანიძეს სახელობის დიპლომით დაჯილდოვდა.