გოგა ბერაიას სახელობის ტურნირი დასრულდა


 

   19 აპრილს დასრულდა რუსული აგრესიის შედეგად,  ტრაგიკულად დაღუპული რეზერვისტის გოგა ბერაიას სახელობის თასის გათამაშება მინიფეხბურთში, როგორც მოსალოდნელი იყო ტურნირი დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. ტურნირი  გაიმართა მუნიციპალიტეტის საუკეთესო მოყვარულ ფეხბურთელთა გუნდებს შორის.  ფინალური მატჩში ქ. ხობისა და შუა ხორგის ნაკრები გუნდებს შორის ფრედ 2:2 დასრულდა. დამატებით პენალტების სერიაში გაიმარჯვა შუა ხორგის გუნდმა. მესამე ადგილზე გავიდა გურიფულის  მოყვარულთა გუნდი. ტურნირი კულტურის , განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით გაიმართა. სპეციალური პრიზები, თასები და სიგელები ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებმა  სახვადასხვა ნომინაციებში გამოვლენილ საუკეთესო მოთამაშეებს გადასცეს.