ქ. ხობში ჭადრაკში სამეგრელოს რეგიონის აბსოლუტური ჩემპიონატი ჩატარდა


 სამეგრელო ზემო სვანეთის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით და ხობის მუნიციპალიტეტის ფინანსური მხარდაჭერით, ქ. ხობში ჭადრაკში სამეგრელოს რეგიონის აბსოლუტური ჩემპიონატი გაიმართა, სადაც მონაწილეობა მიიღო, როგორც პროფესიონალმა, ასევე მოყვარულმა 50-მა მოჭადრაკემ. ჩემპიონატი შვეიცარიული სისტემით 9 ტურად ჩატარდა, სადაც გამოვლინდნენ გამარჯვებულები.
 I ადგილი - გიორგი გამზარდია (ფოთი)
 II  ადგილი - დიმიტრი კვარაცხელია (ზუგდიდი)
 III ადგილი - გოჩა ჩაჩუა (ფოთი)
 ქალთა შორის  პირველი ადგილი დაისაკუთრა ადა ქაქუთიამ (ფოთი).
 12 წლის მოჭადრაკეთა შორის პირველი ადგილზე ლუკა შამუგია (ხობი) გავიდა.
 10 წლის მოჭადრაკეთა შორის შორის პირველი ადგილი ალიკა ქარაიამ (ფოთი) დაიკავა.
 8 წლის მოჭადრაკეთა შორის ჩემპიონი თეიმურაზ კვიკვინია (ხობი) გახდა.
 ვეტერანთა შორის გამარჯვებულად დასახელდა ხობელი ბადრი ლომაია.
 2012 წლის საუკეთესო მოჭადრაკედ დასახელდა დიანა ლომაია, ხოლო საუკეთესო მწვრთნელად - მამუკა გეთია.
 გამარჯვებულები საჩუქრებითა და დიპლომებით დააჯილდოვეს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოადგილე მახარე ჩოკორაიამ; გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ფერიდე გოგიამ; სამეგრელო ზემო სვანეთის ჭადრაკისა და შაშის ფედერაციის პრეზიდენტმა გერმანე სალიამ და ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, საერთაშორისო არბიტრმა დავით კოდუამ.
 ფედერაციის პრეზიდენტმა და გენერალურმა მდივანმა ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადეს და საჩუქრები გადასცეს.

www.khobi-sakrebulo.ge