29 მარტს ქ. ხობში ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრთან“ არსებულ სამუსიკო სკოლაში კონცერტი „გაზაფხულის ზეიმი“ გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ სამუსიკო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები.
კონცერტი სასიამოვნო გარემოში მიმდინარეობდა, პატარა ვირტუოზების მიერ შესრულებული სამუსიკო ნაწარმოებები ერთმანეთს ცვლიდნენ. თითოეულ ნომერს ეტყობოდა დაუღალავი შრომა
და მუშაობა, რაც
პატარა მუსიკოსების ნიჭთან ერთად, პედაგოგების დამსახურებაც არის. ზეიმზე შესრულდა ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების ნაწარმოებები და სიმღერები, მოსწავლეებმა წაიკითხეს
ლექსები დედაზე, გაზაფხულზე და სამშობლოს სიყვარულზე.
სამუსიკო სკოლაში გამართულ ღონისძიებას დაესწრო
ხობის მინიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და
ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ფერიდე გოგია.
კონცერტმა დადებითი ემოციით აავსო დამსწრე საზოგადოება და საუკეთესო შთაბეჭდილებები დატოვა.