28-30 მარტს ქ. თბილისში ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ჭაბუკთა შორის, სადაც მიწვეული იყო ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრთან“ არსებული სასპორტო სკოლის გუნდი.
სპეციალისტთა მოწონება დაიმსახურა ჯონი ხეცურიანმა (მწვრთნელები: ალმასხან ხუნჯუა, ზვიად ჭითაშვილი) მან 46 კგ წონით კატეგორიაში 4 მოგებით მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა და ჩაირიცხა ჭაბუკთა ნაკრებ გუნდში. ასევე სპეციალისტთა მოწონება დაიმსახურა ნუგზარ წურწუმიამ 42 კგ წონით კატეგორიაში და მიწვეულია ნაკრები გუნდის შეკრებაზე.
საქართველოს ნაკრები გუნდი ახლო მომავალში იწყებს სასწავლო-საწვრთნელ შეკრებას, ხოლო თვის ბოლოს ჯონი ხეცურიანი ნაკრებთან ერთად გაემგზავრება საერთაშორისო ტურნირზე აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში. ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა წარმატებებს უსურვებს ნორჩ სპორტსმენს.