საჯიჯაოში ხალხური ცეკვების ზეიმი გაიმართა


 21 მარტს ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს თემში არსებულ კულტურის სახლში,  ახალ ხიბულაში, ძველ ხიბულასა და საჯიჯაოში არსებულ ქორეოგრაფიულ ჯგუფებს შორის ხალხური ცეკვების ზეიმი გაიმართა. ზეიმზე მონაწილეობდა მოცეკვავეთა ხუთი ჯგუფი,რომელთა ქორეოგრაფები საჯიჯაოს კულტურის სახლის აღზრდილები ირაკლი თირქია და მანუჩარ ჭაავა არიან.  ღონისძიება საჯიჯაოს კულტურის სახლისა და ქორეოგრაფ კახაბერ ჩიტაიას ორგანიზებით ჩატარდა და მთავარი  სპეციალისტის  ქეთვან კაკაშვილის „გეგმიური ღონისძიების“ ფარგლებში მიმდინარეობდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ფერიდე გოგოხია და ა(ა)იპ-ის ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის დირექტორი ბეჟან ნადარაია.
     ზეიმზე ცეკვებთან ერთად ასევე შესრულდა მეგრული სიმღერები. ღონისძიება მიზნად ისახავს ხელოვნების ამ დარგში ურთიერთ გამოცდილებას, ურთიერთგაზიარების და  გაცნობას, მომავალში ერთობლივი ანსამბლის ჩამოყალიბებასა  და რესპუბლიკურ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებას.