შპს „ხობი დასუფთავება და განათებას“ ახალი ხელმძღვანელი ჰყავს




2013 წლის 6 მარტს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა ქარდავას გადაწყვეტილებით შპს „ხობი დასუფთავება და განათების“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა გიორგი თათარიშვილი

2000 წელს ხობის მე-2 საჯარო სკოლა დაამთავრა, ხოლო 2005 წელს წარმატებით დაასრულა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ინფორმატიკოს-ეკონომისტის სპეციალობით.

მას მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს როგორც კერძო, ისე მუნიციპალურ სექტორში:

2008–2013 წწ. — მუშაობდა ყულევის ნავთობტერმინალში, შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და ბუნების დაცვის დეპარტამენტის სპეციალისტად.