22 მარტს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამასთან“ დაკავშირებით პირველი მაისის და ხეთის მოსახლეობას
შეხვდნენ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი კახაბერ ბენიძე, გამგებლის მოადგილეები:
ბადრი ჯობავა, როსტომ კილასონია, მახარე ჩოკორაია და ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის
განვითარების სამსახურის უფროსი ავთანდილ სართანია. შეხვედრაზე
გამგეობის წარმომადგენლებმა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამაზე“ დეტალურად ისაუბრეს.
პირველი მაისის თემისთვის
სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა დაახლოებით 50 000 ლარამდე, ხოლო ხეთის თემის
მოსახლეობისთვის - 90 000 ლარამდე. მოსახლეობის ძირითადი მოთხოვნა გზების მოხრეშვა,
სანიაღვრე არხების გათხრა და ამოსუფთავება, საფეხბურთო მოედანის სარემონტო სამუშაოები,
სახნავი მიწებისა და სასაფლაოს ტერიტორიების შემოღობვა და ცენტრის მიმდებარე ტერიტორიების
მოხრეშვა და საწრეტი არხების გაყვანაა.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“
ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებს მოსახლეობა თვითონ ირჩევს.
ფოტო პირველი მაისის თემი