საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში დღეიდან ცხელი ხაზი ამუშავდა, რომლის ნომერია
93 00 00. ცხელი ხაზი იქნება უფასო და მოსახლეობას მოემსახურება 24 საათის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით, გარდა აჭარის, რუსთავის, მცხეთისა და თბილისისა.
მოსახლეობა ცხელი ხაზის მეშვეობით მიიღებს ინფორმაციას წყლის მიწოდებასთან დაკავშირებით ნებისმიერ საკითხზე, ასევე, წყალმომარაგების კომპანია მოახდენს დაუყოვნებლივ რეაგირებას ცხელ ხაზზე შემოსულ ნებისმიერ პრობლემაზე, რომელიც აბონენტებს შეექმნებათ.
ცხელი ხაზის ამუშავებაზე მოსახლეობის უკეთ ინფორმირების მიზნით, მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება ფლაერები.
ცხელი ხაზი წარმოადგენს შუამავალ რგოლს აბონენტსა და კომპანიის სხვა სამსახურებს შორის. მისი მიზანია, მაქსიმალურად იყოს დაცული აბონენტის უფლებები და ოპერატიულად გადაწყდეს ნებისმიერი პრობლემა, რომელიც აბონენტს შეექმნება.
მომსახურების ხარისხის ამაღლება ასევე ითვალისწინებს აბონენტებისათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდებას, განხილვას და გადაწყვეტის ორგანიზებას.