შეხვედრები მოსახლეობასთან ჭალადიდის თემში და სოფელ საგვიჩიოში


     
28 მარტს „სოფლის მხარდაჭერის“  პროგრამის ფარგლებში სოფლის კრებები გაიმართა ჭალადიდის თემსა  და სოფელ  საგვიჩიოში. მოსახლეობასთან შეხვედრას ესწრებოდნენ  ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა ქარდავა, მუნიციპალიტეტის გამგებელი კახაბერ ბენიძე, გამგებლის მოადგილე როსტომ კილასონია და გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი ავთანდილ სართანია.
    შეხვედრისას მთავარ პრიორიტეტად დასახელდა სკოლის ეზოს, სასაფლაოსა და სათესი მიწების შემოღობვა, სანიაღვრე არხების გაყვანა და გზების რეაბილიტაცია. შეხვედრისას გამოიკვეთა ისეთი პრობლემები, როგორიცაა  ამბულატორიის აღდგენა, საქონლის აცრები, რკინიგზის სადგურის აღდგენა ჭალადიდის თემში და ა.შ.
    სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ჭალადიდის თემს გამოეყო  60 000 ლარი ხოლო  სოფელ საგვიჩიოს 16 000 ლარი. პროექტების განხორციელება სავარაუდოდ მაისის თვეში დაიწყება. სოფლის პროგრამით გათვალისწინებულ სამუშაოებს მეთვალყურეობას გაუწევს საინიციატივო ჯგუფი.

შეხვედრა ჭალადიდის თემში