26 და 27 მარტს „სოფლის მხარდაჭერის
პროგრამით“ გათვალისწინებული თანხების
მართვისა და სოფლის მოსახლეობის მიერ პრიორიტეტების შეჯერების მიზნით, ხობის მუნიციპალიტეტის
გამგებელი კახაბერ ბენიძე, გამგებლის მოადგილეები ბადრი ჯობავა, მახარე ჩოკორაია, როსტომ
კილასონია და გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი
ავთანდილ სართანია შეხვდნენ ქარიატის თემისა და სოფლების ყულევის, შავღელეს და პატარა
ფოთის მოსახლეობას.
სოფლის
მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული თანხა გამოყენებული უნდა
იქნეს სოფლის
პირველი რიგის სოციალურ-ეკონომიკური საჭიროებების დასაფინანსებლად. კერძოდ, ადგილობრივი ინფრასტრუქტურის ობიექტების აღდგენა-რეაბილიტაციისთვის (მაგ. ხიდის აღდგენა, სოფლის გზის შეკეთება, მოსახლეობის სასმელი წყლით
მომარაგების სისტემის შეკეთება, სარწყავი არხების რეაბილიტაცია, ნაპირსამაგრი თუ სანიაღვრე არხების გამწმენდი სამუშაოების ჩატარება და ა.შ.);
სოფლის კეთილმოწყობის სამუშაოების ჩატარებისთვის (მაგ. სოფლის
წყაროს მოწყობა, მოსახლეობის თავშეყრის ადგილის მოწყობა, სოფლის სტადიონის შეკეთება, სოფლის კლუბის მოწყობა და ა.შ.).
ზემოთ აღნიშნულ ადმინისტრაციულ
ერთეულებში გამოიკვეთა შემდეგი პრიორიტეტული პროექტები: ქარიატაში - საბავშვო ბაღის,
სამლოცველოსა და სკოლის შენობის შემოღობვა-კეთილმოწყობა. ყულევში - სასმელი წყლის სისტემის
რეაბილიტაცია, შავღელეში - საბავშვო ბაღის შენობის აშენება, პატარა ფოთში - სასაფლაოს
შემოღობვა, სანიაღვრე არხების ამოწმენდა და ხიდ-ბოგირების შეკეთება. პროექტების დასაფინანსებლად
გამოყოფილი თანხებიდან, ქარიატის თემს დაერიცხება 25 000 ლარის,
სოფელ ყულევს 9 000 ლარის, შავღელეს - 26 000 ლარის, ხოლო პატარა ფოთს
25 000 ლარის ფარგლებში.
სოფლის კრებას პატარა
ფოთში ესწრებოდა საერთაშორისო ფონდი „მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“-ის წარმომადგენელი
ნანა ცაავა.
ფოტო: შეხვედრა სოფელ პატარა ფოთში
ფოტო: შეხვედრა სოფელ შავღელეში
ფოტო: შეხვედრა ქარიატის თემში 27.03.2013
ფოტო: შეხვედრა სოფელ ყულევში 26.03.2013