საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით გლეხებმა და ფერმერებმა, რომელთაც საკუთრებაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნიათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 5 ჰექტრამდე ფართობი, მიიღეს სასოფლო-სამეურნეო ბარათები.
მოსახლეობისთვის ბარათების გადაცემა სოფლის რწმუნებულების საშუალებით 2 ეტაპად ხორციელდება. პირველ ეტაპზე დარიგდა მხოლოდ კომბინირებული ბარათები, რომლის საშუალებით შესაძლებელია ნაკვეთის ხვნის და ხნულის გაფხვიერების მომსახურების მიღება. მეორე ეტაპზე ბენეფიციარებს ურიგდებათ ნომინალური ბარათები, რომლის საშუალებით შესაძლებელია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლის და ინვენტარის შეძენა.
ბარათის ნომინალური ღირებულება 640 ლარია, რომელიც გამოიყენება მხოლოდ საგაზაფხულო-სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად.
ხობის მუნიციპალიტეტში მეორე ეტაპზე სოფლის რწმუნებულებს ბენეფიციარებისთვის გადასაცემად ნომინალური ბარათები დაურიგდათ.
www.khobi-sakrebulo.ge