გურიფული და ნოჯიხევის მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა


23 მარტს, ხობის მუნიციპალიტეტის გურიფულისა და ნოჯიხევის თემში მოსახლეობას შეხვდნენ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი კახაბერ ბენიძე, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა ქარდავა, გამგებლის მოადგილეები ბადრი ჯობავა, მახარე ჩოკორაია და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი ავთანდილ სართანია. შეხვედრაზე განიხილეს თუ რა მიზანს ისახავს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ რომელიც არის საქართველოს ხელისუფლების ინიციატივა, პროგრამით გათალისწინებული თანხა გამოყენებულ უნდა იქნას პირველ რიგში სოციალურ-ეკონომიკური საჭიროებების დასაფინანსებლად.
      საჯარო განხილვაზე წამოიჭრა შემდეგი პრიორიტეტული საკითხები: სანიაღვრე არხების გაწმენდა, ნაპირსამაგრი სამუშაოები და გზების მოხრეშვა, კულტურის სახლისა და წისქვილის  რეაბილიტაცია. სამინისრტროდან გურიფულის თემს გამოეყო დაახლოებით  30 000 ლარი, ხოლო ნოჯიხევის თემს დაახლოებით 80 000 ლარი.
      შეხვედრები მიმდინარეობს გეგმა-გრაფიკის მიხედვით, რომელშიც  მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.


ფოტო შეხვედრა გურიფულის მოსახლეობასთან 
შეხვედრა ნოჯიხევის მოსახლეობასთან