ლაშა ფარულავა, რომელიც ხობის მუნიციპალიტეტის ყოფილი თანამშრომელია, ხობის გამგებელს კახა ბენიძეს და მის მოადგილეს მახარე ჩოკორაიას ცემაში ადანაშაულებს.
"ვიყავი მისული, დაცვის თანამშრომელმა არ ამიშვა, ბენიძეს დავალებაა ასეთი, რომ ფარულავა არ აუშვათო. ჩამოვიდა ბენიძე და ჩოკორაია, ვხედავდი როგორ მოემართებოდნენ, მაგრამ მათი მანქანა ეყენა მოშორებით და ვიფიქრე, რომ მანქანაში სხდებოდნენ, ორივე გამოქანდა ჩემკენ, არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ, ორივე მთვრალები. ამ ნაციონალს აქ რა უნდა, კიდევ აქ დგასო, ამის დედაცო და ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენეს, მცემეს წიხლებით და თქვენ თვითონ ხედავთ, ფაქტი სახეზეა", - განუცხადა ჟურნალისტებს ფარულავამ.
განსხვავებულ ვერსიას ყვება ხობის გამგებელი კახა ბენიძე, რომელმაც ჟურნალისტებს აჩვენა მასალა, სადაც გამგეობის ტერიტორიაზე რამდენიმე პირია დაფიქსირებული.
"4 პიროვნება, ნასვამ მდგომარეობაში აბსოლუტურად არაადეკვატური, შეეცადა ამოსვლას, მე დავიბარე ისინი მეორე დღისთვის, ატეხეს დებოში ქვემოთ დაცვასთან, იგინებოდნენ, დახლოებით გაგრძელდა 3-4 წუთი. შემდეგ ეს ყველაფერი მიწყნარდა. მე ვიყავი, ჩემს ოთახში, ჩემს მოადგილესთან ერთად, გარკვეული დროის შემდეგ მოადგილე წავიდა სახლში. ესენი გარეთ ყოფილან ჩასაფრებულები, თავს დაესხნენ მას აგინეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, წააქციეს და მხოლოდ ამის შემდეგ ჩავერიე მე, გავაშველე", - უთხრა ჟურნალისტებს ბენიძე