ხობის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა USAID-ის მიერ ორგანიზებულ პროგრამაში მიიღეს მონაწილეობა


სააგენტო www.news.ge-ის ინფორმაცია
4 თებერვალს, ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით USAID-ის პროგრამამ INRMW - საქართველო (წყალშემკრები აუზების მართვა) მოაწყო ფრინველებზე დაკვირვებისა და დარგოლვის ექსპედიცია პალიასტომის ტბაზე, კოლხეთის ეროვნულ პარკში. მასში მონაწილეობა მიიღეს პროგრამის ფარგლებში დაარსებული ეკოკლუბების ბავშვებმა.
ღონისძიება გახსნეს  ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ჩარლზ ვეტერმა, USAID-ის გარემოსდაცვისა და ენერგეტიკის ოფისის დირექტორმა ჯილ კელიმ და ელისო ბარნოვმა INRMW პროგრამის  დირექტორის მოადგილემ.
ეკოკლუბების შემეცნებითი ექსპედიცია ჩატარდა გარემოს დაცვის სამინისტროს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს მხარდაჭერითა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორნითოლოგების დახმარებით.
ეს პირველი შემთხვევაა საქართველოში, როდესაც საჯარო სკოლების მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს  ფრინველების დარგოლვის ექსპედიციაში. ღონისძიების შედეგად ხობის და სენაკის 8 საჯარო სკოლის 24 -მა მოსწავლემ მიიღო თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება მოცემულ საკითხებში.