ხობის გამგებელი smo.ge-ს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს

“ყველამ უნდა ისწავლოს, რომ უსამართლობას კანონის ძალით გასცეს პასუხი და არა მუშტი-კრივით, რადგან თუ ადამიანებმა გადაწყვიტეს, რომ პირადად უნდა გაუსწორდნენ და ასე აგებინონ პასუხი მოძალადეს, – არაფერი გამოვა, ასე სახელმწიფო არ აშენდება.”-ეს სიტყვები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის, თუმცა პრემიერის სიტყვების უგულვებელყოფა უწევთ რეგიონებში მოქმედ მაღალი თანამდებობის პირებს. კასპთან ერთად უკვე ხობიც ტატამია, ამ სიტყვებით ეგებებიან დილიდან ერთმანეთს ხობის მაცხოვრებლები, რომლებიც წუხელ გამგებლისა და მისი მოადგილის მუშტი-კრივის მოწმეები გახდნენ.
ამ წუთებში უცნობია თუ სად იმყოფება გამგებლისა და მისი მოადგილის ძალადობის მსხვერპლი ლაშა ფარულავა. სავარაუდოდ ის შეიძლება ამ დროისთვის ხობის პოლიციის სამმართველოში იყოს, რადგან  როგორც smo.ge-სთან საუბარში წუხელ განაცხადა დღეს დაგეგმილი იყო საქმესთან დაკავშირებით მისი დაკითხვა. უკვე მეორე დღეა საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს ზარებს არ პასუხობს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი კახაბერ ბენიძე.
შეგახსენებთ, რომ წუხელ დაახლოებით 20.00 საათზე ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი კახაბერ ბენიძე და მისი მოადგილე მახარე ჩოკორაია ფიზიკურად გაუსწორდნენ ხობის მუნიციპალიტეტის სამხედრო სავალდებულო სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს ლაშა ფარულავას. წუხელვე გამგებელი და მისი მოადგილე ხობის პოლიციამ დაკითხა.

www.smo.ge