4 თებერვალს, ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით USAID-ის პროგრამამ INRMW - საქართველომ (წყალშემკრები აუზების მართვა) მოაწყო ფრინველებზე დაკვირვებისა და დარგოლვის ექსპედიცია პალიასტომის ტბაზე, კოლხეთის ეროვნულ პარკში. მასში მონაწილეობა მიიღეს პროგრამის ფარგლებში დაარსებული ეკოკლუბების ბავშვებმა.
ღონისძიება გახსნეს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ჩარლზ ვეტერმა, USAID-ის გარემოსდაცვისა და ენერგეტიკის ოფისის დირექტორმა ჯილ კელიმდა, ელისო ბარნოვმა INRMW პროგრამის დირექტორის მოადგილემ.
ეკოკლუბების შემეცნებითი ექპედიცია ჩატარდა გარემოს დაცვის სამინსტროს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს მხარდაჭერითა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორნითოლოგების დახმარებით.
ეს პირველი შემთხვევაა საქართველოში, როცა საჯარო სკოლების ბავშვებმა მონაწილეობა მიიღეს ფრინველების დარგოლვის ექსპედიციაში. ღონისძიების შედეგად ხობის და სენაკის 8 საჯარო სკოლის 24 მოსწავლემ მიიღო თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება მოცემულ საკითხებში.